აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხებზე დღეს "ქორთიარდ მერიოტში" დაგეგმილ საჯარო ფორუმს გახსნის.
ფორუმზე პარლამენტში წარდგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონპროექტი განიხილება.
როგორც "ნიუსპრესს" აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, ფორუმის მიზანია, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ხანგრძლივი და კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სათანადო სამათლებრივი პროცედურებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით არის გარანტირებული.
ფორუმს სასამართლოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე კომერციული და საგადასახადო სამართლის სფეროში მომუშავე სხვა ექსპერტები დაესწრებიან.
დღევადელ ფორუმსა და კოალიციას "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მხარს უჭერს აშშ–ის მთავრობა საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდამჭერი ინიციატივის ფარგლებში. პროექტს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ახორციელებს.
ფორუმის ორგანიზატორია "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის".

















