"თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია კახეთში მოქმედ ყველა ოპოზიციურ პარტიას ჟურნალისტ
სოფო ნიკოლაშვილის მხარდასაჭერად საპროტესტო ერთობლივი აქციის ორგანიზებისკენ მოუწოდებს.
"თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაცია კახეთის საზოგადოებს სთხოვს, რომ გამართულ აქციას შეუერთდნენ. ისინი ყველა ოპოზიციურ პარტიას, მიუხედავად იდეოლოგიური სხვაობის, მოუწოდებენ გაერთიანებას, რათა ერთობლივი ძალებით მოახერხონ არამარტო დამნაშავის, არამედ მათი მფარველების დასჯა.
31 იანვარს, გურჯაანში ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი დაავეს, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტზე აღიძრა. გამოძიების მსვლელობისას პრესით გახმაურდა, რომ დაკავებული ადვოკატის გარეშე დაკითხეს.

















