logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
კომუნიკაციების ეროვნული კომისია „გლობალ TV“-ის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია „გლობალ TV“-ის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს
19:03 04.04.2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „გლობალ TV“-ის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

კომისიაში აცხადებენ, რომ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომისია ცდილობს „გლობალ TV“-ს ბაზრიდან გაძევებას და ამ ფაქტის დამადასტურებლად კომისიის მიერ არხ „THT“-ის რეტრანსლაციისგან თავის შეკავების ფაქტი მოჰყავს, საფუძველს მოკლებულია.

როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომისიამ არხ „THT“-ს რეტრანსლირებისგან თავის შეკავება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა იმ პირს მოსთხოვა, რომელებიც საკუთარი საკაბელო ქსელით აღნიშნული არხის რეტრანსლირებას ახორციელებენ, რადგან კომისიაში „THT“-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების მართლზომიერების საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

„მიუხედავად კომისიის არაერთგზის კანონიერი მოთხოვნისა კომისიაში თავად საკაბელო ოპერატორების, მათ შორის „გლობალTV“–ის მიერ, დღემდე არ არის წარმოდგენილი ამ არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად გავრცელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია“ -აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

მათივე ინფორმაციით, კომისიაში შესულია შპს „მაგთიკომის“ წერილი, რომლითაც კომპანია კომისიას ატყობინებს, რომ მისი მცდელობის მიუხედავად კომპანიამ არხ „THT“-ის რეტრანსლირების ნებართვა ვერ მოიპოვა, რადგან არსებული ინფორმაციით, არხ „THT“-ს საქართველოში მოღვაწე ავტორიზებული პირებისთვის არ აქვს გადაცემული საკუთარი მაუწყებლობის საქართველოს ტერიტორიაზე გაავრცელების უფლება.

კომისიის ცნობით, ამავე წერილით შპს „მაგთიკომი“ კომისიისგან მონიტორინგის განხორციელებას ითხოვს, თუ რამდენად მართლზომიერად აქვთ განთავსებული თავინთ ქსელში სხვა საკაბელო ოპერატორებს აღნიშნული სამაუწყებლო არხი.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "გლობალ TV"-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ნატალია გელაძემ განაცხადა, რომ ტელევიზიის სამაუწყებლო ბადესთან დაკავშირებით კომუნიკაციის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ აქტი შეადგინა, რასაც საკაბელო კომპანიის წარმომადგენლები უკანონოდ მიიჩნევენ.

მარკეტინგის დირექტორის განცხადებით, ზეწოლის მიუხედავად, „Global TV” მაინც აგრძელებს მაუწყებლობას და სამაუწყებლო პაკეტს აუმჯობესებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა