კომერციული სამართალწარმოებით დაინტერესებული ადვოკატებისთვის თბილისში ხვალიდან ორდღიანი ტრენინგი დაიწყება.
მცირე და საშუალო ბიზნესის ადვოკატირების გაუმჯობესების მიზნით, ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ახორციელებს.
ტრენინგზე ადვოკატები გადასახადის სახეებსა და მათი გადახდის წესებს, სალარო აპარატების გამოყენებას, სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და სხვა საკითხებს განიხილავენ.
ტრენინგებს ადვოკატი როლანდ ასაკაშვილი და ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ ადეიშვილი ატარებენ.
ღონისძიება პროექტის - „ადვოკატირება კომერციული სამართლის გაუმჯობესებისა და იმპლემენტაციისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.

















