კიბერუსაფრთხოების კონცეფციის ძირითადი მონახაზი უკვე შემუშავებულია და ამჯერად, საქართველო ნატო-ს წევრ ქვეყნებთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციას გადის.
ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ნატო-ს ქვეყნებთან კონსულტაციის შედეგად სამართლებრივი ნორმები შეიქმნება, რომლებიც როგორც პირადი ინფორმაციის, ასევე, ქვეყნის კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით დაცულობის გარანტიას შექმნის.
მან ასევე აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოება 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. აქედან გამომდინარე, საქართველომაც გადაწყვიტა ამ კონცეფციის შემუშავება.
“ასეთი კონცეფციის შემუშავებას არამარტო სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა, არამდედ კერძო სექტორთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო ურთიერთობა ესაჭიროება. ჩვენ ამ კონცეფციის ფარგლებში ჩავრთეთ გამჭვირვალე მექანიზმები. კონსულტაციებს გავდივართ კერძო და არასამთავრებო სექტორთან და შესაბამის ექსპერტებთან“ - განაცხადა ქუთელიამ.

















