სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედმა კომისიამ მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების ანგარიშები განიხილა.
კომისიის გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე 7 მსჯავრდებული გათავისუფლდება, რომელთა განცხადებები, საბჭოების ზეპირი მოსმენის შემდეგ არ დაკმაყოფილდა.
სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ იკრიბება, მსჯავრდებულთა განცხადებებს კი პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ.

















