შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ნაჯაფოვ იბრაჰიმი დააკავეს.
იგი სარფის N1 სასაზღვრო სექტორის დასაცავი მონაკვეთის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.
დაკავებული საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს ბათუმის საგამოძიებო–ოპერატიულ განყოფილებას გადაეცა.

















