თბილისში, ვაკეში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად გამოძიება ცოლ-ქმარს შორის ეჭვიანობას განიხილავს.
წინასწარი ინფორმაციით, მიხეილ მახაშვილმა მეუღლე მანანა ზუბაშვილს "მაკაროვის" ცეცხლსასროლი იარაღიდან გულში ესროლა, ხოლო შემდეგ, თავი მოკლა. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აღენიშნება.
53 წლის მიხეილ მახაშვილის და 39 წლის მანანა ზუბაშვილის ცხედრები ზუბაშვილის მეგობრებმა მახაშვილების სახლში, რადიანის 7 ნომერში აღმოაჩინეს.
მანანა ზუბაშვილი რადიო "ფორტუნაში" მარკეტინგის მენეჯერად მუშაობდა. დღეს სამსახურში არ გამოცხადების შემდეგ მას მეგობრებმა შინ მიაკითხეს და კარი სამაშველო და საპატრულო სამსახურის დახმარებით გააღეს. ბინაში შესულებს ცოლ-ქმარი გარდაცვლილები დახვდათ.
გამოძიების ვერსიით მკვლელობა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

















