თბილისში, ვაკეში დღეს ორი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ცოლ-ქმარი მიხეილ მახაშვილი და მანანა
ზუბიაშვილი კერძო სახლში იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, ისინი ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლული. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ.
მიხეილ მახაშვილი 1959 წელსაა დაბადებული, ხოლო მისი მეუღლე 1972 წელს.

















