სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანას" რეალიზატორი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1957 წელს დაბადებული მერაბ ზურაბის ძე ქარჩავა, რომელმაც ხარაგაულის რაიონის სოფელ მაქათუბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა უკანონოდ გაასაღა.
დაკავების ოპერაცია თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა. მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, მერაბ ქარჩავა ბორჯომის რაიონის სოფელ რველში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

















