გორშის სასამართლოში "თავისუფალი დემოკრატების" მხარდამჭერების - ელგუჯა მახარაშვილის და მისი მეგობრების ჯაბა და აკაკი ელიაშვილების საქმის განხილვა დაიწყო.
სასამართლო პროცესს კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია დაესწრო.
როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა განაცხადა, გორის
სასამართლოს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა დაამტკიცოს, რომ ის დამოუკიდებელია და პროკურატურის მითითებებს არ ასრულებს.
"ამ ბიჭების დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და ეს ყველამ კარგად იცის. ძალიან მალე დასრულდება ეს უკანონობა. უამრავი უდანაშაულოდ დაკავებული მოქალაქე და არა მხოლოდ ჩვენი მომხრეები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან" -
განაცხადა ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიზაციის აქტივისტის, გოდერძი მახარაშვილის ვაჟი - ელგუჯა მახარაშვილი და მისი მეგობრები, ჯაბა და აკაკი ელიაშვილები გორის რაიონის სოფელ მერეთში 17 თებერვალს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

















