"ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირების
მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის დამფუძნებელი შეხვედრა პარლამენტში გაიმართა.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს წარმომადგენლები.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის რუსუდან კერვალშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში კონვენციის რატიფიცირებამდე ხანგრძლივი სამუშაოა ჩასატარებელი. კონვენცია ბევრ მუხლს მოიცავს, რომლებიც არა მხოლოდ დეკლარირებას, არამედ, რეალურ შედეგებს უკავშირდება.
"განსაკუთრებით საყურადღებოა, კონფლიქტის და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები. ეს მხოლოდ სექსუალური ძალადობისგან დაცვა არ არის. ნორმები შეეხება ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ფსიქოლოგიურს, სოციალურს, ფიზიკურს, რომელიც სქესობრივი ნიშნის მოტივით არის მიყენებული" – აღნიშნა კერვალიშვილმა.
კონვენცია სტამბოლში 2011 წლის 7 მაისს მიიღეს და მას ევროსაბჭოს ბევრმა ქვეყანამ მოაწერა ხელი.

















