შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, აჭარის სამმართველოს ახალი უფროსი დავით თამაზაშვილი სისტემის გამოცდილი თანამშრომელია.
ამის მან შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, თამაზაშვილი სამინისტროში მრავალი წელია რაც მუშაობს.
„დავით თამაზაშვილი აჭარის მთავრი სამმართველოს უფროსად დაინიშნა. იგი მრავალი წელია ჩვენი სამინისტროს გამოცდილი თანამშრომელია. ბოლო პერიოდში იგი ქალაქის მთავარ სამმართველოში უფროსის მოადგილედ მუშაობდა და აჭარის სამმართველოში მუშაობას გააგრძელებს“- განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
დავით თამაზაშვილი წლების განმავლობაში კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა. აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე იგი რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.