"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ხვალ პარტიის გორის ორგანიზაციის წევრის შვილის სასამართლო პროცესს დაესწრება.
გორის სასამართლო გოდერძი მახარიშვილის შვილს, ელგუჯა მახარაშვილისა და მისი მეგობრების ჯაბა და აკაკი ელიაშვილების საქმეს განიხილავს.
ელგუჯა მახარაშვილი და მისი მეგობრები გორის პოლიციამ 17 თებერვალს ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. მათ ბრალი 239-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლო პროცესი გორში ხვალ 13:00 საათზე დაიწყება.

















