იურიდიული კომპანია „ჯეი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაცია" სოციალურ ქსელში სტუდენტებისთვის პროექტის განხორციელებას იწყებს.
„ჯეი-ემ-ქეი“ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამართლის სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის დღეიდან 31 მარტის ჩათვლით, გათამაშებას გამართავს.
პროექტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში კომპანიის სოციალურ გვერდზე დღეში 4, საერთო ჯამში კი - 12 შეკითხვა დაისმევა.
სწორი პასუხების შედეგად, ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელიც ამავე კომპანიაში სტაჟირებას გაივლის.
გამარჯვებულს სტაჟირების შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.
„ჯეი-ემ-ქეი სამართლებრივი კონსულტაცია“ 2011 წელს დაფუძნდა.

















