სამოქალაქო მოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" "დაიცავი საქართველოსა" და "ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთ ლიდერს კახა მიქაიას და "თავისუფალი დემოკრატების"
წევრს სერგო ჩაჩიბაიას პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.
როგორც "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კახა მიქაია ქართულმა მართლმსაჯულებამ 27 მარტს ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლა და 10 დღით პატიმრობა მიუსაჯა.
"გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაკავების დროს კახა მიქაიას არ დაურღვევია კანონი და არ გაუწევია წინააღმდეგობა პოლიციისთვის. კანონი პოლიციის შესახებ და დაკავების პროცედურა დაარღვია თავად იმ პოლიციელებმა ვინც მონაწილეობდა დაკავებაში. მათ არ განუმარტავთ დაკავებული მიქაიასთვის დაკავების მოტივი, მისი უფლება მოვალეობები, არ შეუდგენიათ ოქმი და ა.შ. რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის დამრღვევად გვევლინებიან თავად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. სასამართლო კი, ღიად და პირდაპირ ასრულებს პოლიტიკური ინსტრუმენტის ფუქნციას "ნაციონალური მოძრაობის" ხელში" - აღნიშნულია განცხადებაში.
"თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელი სერგო ჩაჩიბაია 25 მარტს დააკავეს. მის საქმეზე გამოძიება პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით მიმდინარეობს.

















