სასროლო-სანადირო სტენდის და ტირის ნებართვის გარეშე ფუნქციონირებისთვის ჯარიმა წესდება.
ამის თაობაზე ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შევა.
კანონპროექტით, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია დგინდება, რომ ტირის და სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
განმეორების შემთხვევაში თანხა იზრდება და დამრღვევი 5 000 ლარით დაჯარიმდება.
კანონპროექტის ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

















