საქართველოს უზენაეს სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებასთან დაკავშირებით, დღეს საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ამერიკის საელჩოს, ადგილობრივი არასამთავრობო და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სისტემის დანერგვით არიან დაინტერესებული.
შეხვედრაზე საქართველოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით უკვე ჩატარებული პროცესების შესახებ ისაუბრეს. მიწვეულ საზოგადოებას საშუალება მიეცა, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ექსპერტებისგან მიეღო.
აღნიშნული შეხვედრა საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ეგიდით გაიმართა.

















