უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებებისა და კომპანიების რეგისტრაციას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პარალელურად, ნოტარიუსებიც განახორციელებენ.
ამასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტის თანახმად, ნოტარიუსთან გარიგების გაფორმებისას, მომხმარებელებს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრში მისვლა აღარ მოუწევს. ამიერიდან, ნოტარიუსები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებს თავად დაარეგისტრირებენ და ამონაწერსაც გასცემენ.
ნოტარიუსთან გარიგებების დაჩქარებული წესით დარეგისტრირებისას საფასური არ გაიზრდება.

















