მიხეილ შაყულაშვილი თბილისის პროკურორის რანგში მუშაობას დღეიდან შეუდგა.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შაყულაშვილი პროკურატურის ორგანოებში 2001 წლიდან მუშაობს. ამ პოსტზე დანიშვნამდე მას გორის რაიონული პროკურორის თანამდებობა ეკავა. 2009-2012 წლებში ხაშურის რაიონული პროკურორი იყო. 2007-2009 წლებში მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილედ მუშაობდა, 2006-2007 წლებში შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის თანამდებობა ეკავა. 2001 წლიდან 2005 წლამდე საქართველოს სხვადასხვა რაიონულ პროკურატურებში სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობდა.
შაყულაშვილმა ამ თანამდებობაზე მაია მწარიაშვილი შეცვალა, რომელმაც პოსტი ორი დღის წინ დატოვა.