logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგია შემუშავდა
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგია შემუშავდა
11:53 26.03.2012
პრეზიდენტმა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგია დაამტკიცა.
სტრატეგიის მიზანი ერთიანი ეროვნული პრევენციული პოლიტიკის ჩამოყალიბება,  არასრულწლოვანთა დანაშაულის შემცირება და სამართალდამრღვევ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციაა.

"არასრულწლოვანთა დანაშაული რთული ფენომენია, მას მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს. არასრულწლოვანთა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების ერთიან ძალისხმევას", – ნათქვამია სტრატეგიაში.

დანაშაულის ჩადენის მიზეზების შემცირება ისეთ სოციალურ ფაქტორებზე მუშაობას გულისხმობს, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, საცხოვრებელი ადგილის არქონა, განათლების დაბალი დონე, სოციალური იზოლაცია და სხვა.

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგიის მიხედვით, არასრულწლოვნისათვის თავისუფლების აღკვეთა უკიდურესი ზომა უნდა იყოს, თუმცა, ზოგჯერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსება გარდაუვალი აუცილებლობაა. ამ მიზნით, არასრულწლოვანთა პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაინერგა ინდივიდუალური მიდგომები.

სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა შესაბამის დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში უზრუნველყოფს არასრულწლოვანის განათლებას, საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო-ფსიქოლოგიურ დახმარებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა