საქართველოს უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა დიპლომატიურ კორპუსს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის პროექტის სამუშაო ვარიანტი დღეს გააცნეს.
დოკუმენტის მიზანი ისეთი სისტემის შექმნაა, სადაც ინფორმაციული ინფრასტრუქტურა მსგავსი საფრთხეებისგან მაქსიმალურად იქნება დაცული.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
კიბერუსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობა უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფორმატში გრძელდება.
სტრატეგიის პროექტის დამტკიცება მიმდინარე წელს იგეგმება.

















