არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" კომერციული სამართალწარმოებით დაინტერესებული ადვოკატებისთვის ტრენინგს მართავს.
როგორც "ნიუსპრესს" ორგანიზაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე დღეს გადასახადის სახეები, საშემოსავლო გადასახადი, დაბეგვრის სპეციალური რეჟიმები, მოგების გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი და საგადასახადო სისტემის სხვა თემები განიხილება.
ტრენინგის მეორე დღეს კი, სწავლება საგადასახადო შემოწმების სახეების, საგადასახადო ვალდებულებების, საჩივრის განხილვის და საგადასახადო შეთანხმების შესახებ გაიმართება.
ტრენინგში "ადვოკატთა ასოციაციის" წევრი 15 ადვოკატი მონაწილეობს. ისინი ასევე გაივლიან პრაქტიკულ სამუშაოებს და ჩაერთვებიან საჯარო დისკუსიებში.
ადვოკატებისთვის გამართულ ღონისძიებას "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატი როლანდ ასაკაშვილი და "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ ადეიშვილი უძღვებიან.

















