სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ სოციალურად დაუცველ პირობით მსჯავრდებულებს პროფესიული განათლების
ვაუჩერული დაფინანსების პროექტი გააცნო.
სახელმწიფო პროექტის მიხედვით, 1000 ლარიანი ვაუჩერით შეუძლიათ ისარგებლონ სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ პროფესიული განათლება.
პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსებისთვის სახელმწიფომ 7 მლნ ლარი გამოყო, რაც 7 ათას მოქალაქეს საშუალებას მისცემს ისწავლოს, გახდეს პროფესიონალი და დასაქმდეს.

















