დღეს თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ სკვერში, სკოლის მახლობლად, მოსწავლეებს მამაკაცი დაესხა თავს და ერი მათგანი ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა.
დაჭრილი მოზარდი 10 წლისაა. იგი სკოლიდან ორ თანატოლთან ერთად სახლში მიდიოდა.
თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი დაახლოებით 40 წლის იყო. მან მოსწავლეებს ჩანთების გახსნა მოსთხოვა. ორმა გაქცევა მოასწრო, ერთს კი - მან ბასრი იარაღით ჭრილობა მიაყენა.
მოზარდი ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით მძიმეა.
თავდამხსმელი მიიმალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

















