მთავარი პროკურატურა და სოციალურ მუშაკთა ასოციაცია "მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის" პროგრამაზე ერთობლივად იმუშავებენ.
ამის თაობაზე დღეს მათ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მიზანი "მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის" პროგრამის განხორციელებისას მასში სოციალური მუშაობის სისტემის განვითარების ხელშეწყობაა.
კოორდინატორთა პროფესიული განვითარების მიზნით სამუშაო შეხვედრები მოეწყობა და თანამშრომლობის ფარლებში ტრენინგები ჩატარდება. ასევე, სოციალური ფაკულტეტის სტუდენტებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებთან პრაქტიკას გავლა შეეძლებათ.
"მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი" საქართველოს პროკურატურის პროექტია. იგი სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას მოწმეებისა და დაზარალებულებისადმი ღირსეული მოპყრობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. სამსახური 2011 წლის აგვისტოდან ამოქმედდა.

















