თბილისში დიღომში მომხდარ თავდასხმებში ეჭვმიტანილი გოგონა დაკავებულია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალები ამ წუთებში ზუსტდება.
გავრცელებული იფნორმაციით, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი რამდენიმე საათის წინ დააკავეს.
დიღომში ახალგაზრდა გოგონა ჯერ ქალს, შემდეგ კი ბავშვს დაესხა თავს და სავარაუდოდ, მათი მოკვლა სცადა.
როგორც დაზარალებული ამბობს, გოგონამ მას ყელზე თოკი მოუჭირა. დაზარალებულმა დაყვირება მოასწრო, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.აღნიშნული ფაქტიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ასევე დიღმის მასივში, კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა მოხდა. გოგონა 13 წლის მოზარდს სადარბაზოსთან დაესხა თავს.

















