სახალხო დამცველი იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს.
აღნიშნული რეკომენადციით სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დევნილი სუსანა მაქაცარია მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება და ამჟამად 3 კვადრატულ მეტრიან ჯიხურში ცხოვრობს.
მათივე ინფორმაციით, მოქალაქემ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, 2008 წლის 11 მაისსა და 2010 წლის 24 მარტს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებებით მიმართა. მიუხედავად ამისა, მისი დაკმაყოფილება ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დღემდე არ მომხდარა.
სახალხო დამცველი მიმართავს მინისტრს დევნილი სუსანა მაქაცარიას საცხოვერებელი ფართით უზრუნველყოფა უახლოეს პერიოდში მოხდეს.

















