დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში მდებარე სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარში მისულ ეკლესიის მსახურებს ტაძრის კარი გატეხილი დახვდათ. თვითმხილველების განმარტებით,
გატეხილია ტაძარში არსებული შესაწირი ყუთების ბოქლომებიც, საიდანაც ფულადი თანხაა მოპარული.
ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, ამ დრომდე უცნობია, დღის რომელ მონაკვეთში მოხდა ძარცვა. ადგილზე უკვე მივიდნენ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მღვდელმსახურები.
საქმეში ჩართულია შსს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო. შემთხვევის ადგილზე
სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით დედოფლისწყაროში საუბარი უჭირთ, თუმცა ტაძართან შეკრებილი მრევლი დამნაშავეთა დასჯას ითხოვს.
შეგახსენებთ, წლების განმავლობაში, სოფელ სამრეკლოში ქრისტიანული ტაძარი არ მოქმედებდა, ის 1 წლის წინ ფონდი „ქართუს“ პრეზიდენტის ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით აღდგა და 2012 წლის 1 აგვისტოს მეუფე მელქისედეკმა საზეიმო ვითარებაში გახსნა. ქრისტიანული სამყარო წმინდა სერაფიმე საროველის ხსენების დღეს სწორედ 1 აგვისტოს აღნიშნავს.

















