შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი
"PUR-NAVOLOK"-ი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გემი ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, სარფის საზღვაო რაიონში დააკავეს. გემის ეკიპაჟი 10 წევრისგან შედგება და ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
კაპიტნის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - იური დანილოვის მიმართ წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს.

















