შსს სასაზღვრო პოლიციის ბათუმის საგამოძიებო–ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე ნაზიმ ომრაქი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო–საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთა.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344–ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

















