ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ორი ეტაპი წარმატებით 61 კანდიდატიდან 29-მა გადალახა.
როგორც "ნიუსპრესს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნინო ბერუაშვილმა 29-ვეს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.
სამინისტროს ინფორმაციით, კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ, მათ ნოტარიუსის თანამდებობაზე მუშაობის საშუალება მიეცემათ.
2011 წელს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება 21 კანდიდატმა შეძლო, რომელთაგან 14 ნოტარიუსად უკვე დაინიშნა.

















