თურქმა სამართალდამცველებმა საქართველოს 2 მოქალაქე 170 000 ევროს ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულების გვარები არ ხმაურდება, ცნობილია მხოლოდ მათი სახელები გიორგი და ვასილი. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები ნაქირავებ ძვირადღირებულ აპარტამენტებში აიყვანეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულები ანკარაში მსხვერპლს წინასწარ არჩევდნენ და მას მანქანის საბურავებს უზიანებდნენ. ბანკიდან დიდი თანხით გამოსული მანქანის მფლობელი იძულებული იყო ავტომობილი შესაკეთებლად პროფილაქტიკაში შეეყვანა. სწორედ მანქანიდან მძღოლის გადმოსვლისას ხდებოდა ფულის მოპარვა.

















