შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადების მიხედვით, პოლიციამ ჩხუბში მონაწილე ახალგაზრდების ასაკის გათვალისწინებით, მხოლოდ გამაფრთხილებელი ოქმი შადგინა. პოლიციამ სტუდენტებს კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, პოლიცია კანონით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს მიიღებს.
გუშინ უნივერსიტეტის თვითმართველობის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის ჩხუბი მოხდა. ახალგაზრდების განცხადებით, სტუდენტური თვითმართველობის წარმომადგენლებმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

















