პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძემ ქსნის №15 დაწესებულებაში არსებული პირობები დაათვალიერა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდილი დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, გია თორთლაძეს ქსნის №15 დაწესებულებაში არსებული პირობები და პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები დეტალურად მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, გია თორთლაძემ მსჯავრდებულთა დაწესებულების სამზარეულო, სამედიცინო პუნქტი, ვიდეოპაემანის ინფრასტრუქტურა და მცირე საწარმო დაათვალიერა.
ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე, მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს, მოქმედ სარეაბილიტაციო და დასაქმების პროგრამებსაც გაეცნო.

















