საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე და ლიტვის ელჩი იონას პასლაუსკასი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვივნენ.
როგორც "ნიუსპრესს" ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ბარამიძემ აკადემიის სტუდენტებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე ლექცია წაუკითხა.
დიპლომატმა ქართველ სტუდენტებს ნატო-ში ლიტვის გაწევრიანების შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების სფეროს ტრანსფორმაციის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

















