ყველა ასაკობრივი კატეგორიის, მათ შორის არასრულწლოვანი, პრობაციონერი მსჯავრდებულებისთვის თვეში ერთხელ ლექცია-სემინარები ჩატარდება.
აღნიშნული პროექტი თბილისის საქალაქო სასამართლოს ბაზაზე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდება.
პროექტის მიზანს პრობაციონერთათვის სასამართლო სისტემის გაცნობა და საზოგადოებაში მათი რესოციალიზაცია წარმოადგენს.
ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, პრობაციონერები მომავალში დანაშაულებრივი ქმედების თავიდან არიდების მიზნით, მოქმედ კანონმდებლობას გაეცნობიან და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების მონაწილეობით მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე დისკუსიებს გამართავენ.

















