თბილისში კოსტავას ქუჩაზე ნაპოვნი მოკლული მამაკაცი 45 წლის ირანელი ბიზნესმენი მაქსუდ ბედუსტანი აღმოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ირანულ ბიზნეს ასოციაციაში მუშაობდა, რომელის კოსტავას ქუჩა #21-ში მდებარეობს.
თვითმხილველების განმარტებით, მათ რამდენიმე საათის წინ ოფისში შემავალი უცნობი მამკაცი დაინახეს. სავარაუდოდ, სწორედ მან მიაყენა ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები ირანელ ბიზნესმენს.
გარდაცვლილი თბილისში რამდენიმე წელი ცხოვრობდა.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.
კოსტავას გამზირზე მდებარე ყოფილი გამომცემლობის შენობის ერთ-ერთ ოფისში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს.

















