თბილისში კოსტავას გამზირზე მკვლელობა მოხდა.
ცოტა ხნის წინ, კოსტავას გამზირზე მდებარე ყოფილი გამომცემლობის შენობის ერთ-ერთ ოფისში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
წინასწარი დათვალიერებით, გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. მისი ვინაობის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.

















