სასაზღვრო პოლიციამ სომხეთის მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავა.
სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წითელი ხიდის ტერიტორიაზე, სადახლოს დასაცავ მონაკვეთზე სომხეთის მოქალაქე არმენ ბარსეგიანი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344–ე მუხლის I ნაწილით დაიწყო. გამოძიებას წითელი ხიდის საგამოძიებო–ოპერატიული განყოფილება აწარმოებს.

















