საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 7,2 % მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის არჩევა
საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე პოზიტიურად აისახება, გამოკითხულთა 28,9%-ს კი მიაჩნია, რომ ეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ნეგატიურად იმოქმედებს.
ხმის მიმცემთა უმრავლესობის - 56,6%-ის პოზიციით, ეს დამოკიდებულია საქართველოსა და რუსეთის მმართველ პირებზე.
შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი 7,2%-მა შეიკავა.
სააგენტო "ნიუსპრესის" მიმდინარე საანალიზო კვირის გამოკითხვის თემა იქნება _ "როგორ აისახება ოპოზიციის შემდგომ წარმატებებზე ბიძინა ივანიშვილის მიერ "სახალხო კრებასთან" შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებები".

















