პრობაციონერი ქალები სხვადასხვა სამკურნალო და სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩაერთვებიან.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზაცია "ახალ ვექტორთან" და "ჰეპა პლიუსთან" გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციონერ ქალებს ახალ უფასო სერვისებს შესთავაზებს.
სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ნარკოტიკის მომხმარებელ, შიდსით, ჰეპატიტითა და სხვა დაავადებებით ინფიცირებულ პირობით მსჯავრდებულთა სამედიცინო დახმარებასა და ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში მათ ჩართვას ისახავს მიზნად.

















