ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უკვე მივიდა.
ვარშალომიძის დაკითხვაზე მისვლას ინცინდენტი მოჰყვა. ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური საგამოძიებო სამსახურში მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. სწორედ მათსა და ადგილზე დახვედრილ ოპონენტებს შორის მოხდა მცირე დაპირისპირება.
ადგილზე იმყოფება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე და პარლამენტის წევრი მიხეილ მახარაძეც.
გამოძიებას ვარშალომიძესთან კითხვები სავარაუდოდ პრივატიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ექნება.