თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების, გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოსა და თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1949 წელს დაბადებული ციალა ნიკოლიძის განზრახ მკვლელობისთვის, 1963 წელს დაბადებული ვაჟა ა. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ციალა ნიკოლიძის ოჯახსა და ვაჟა ა-ს საცხოვრებელი ფართის გამო  წლების განმავლობაში უთანხმოება ჰქონდათ.  25 დეკემბერს, თბილისში, დაახლოებით 16:00 საათზე, ბახმაროს ქუჩაზე  ვაჟა ა.  ჩაუსაფრდა ციალა ნიკოლიძეს და ცეცხლსასროლი იარაღით, ზურგის არეში რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა. ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, დანაშაულის ადგილიდან, მკვლელობის იარაღი - „ნაგანის" სისტემის რევოლვერი, 4 ცალი მასრა და 2  ტყვიის გულა ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლების პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს. 
საქმეს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილება იძიებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












