logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნას არასერიოზულად და ზედაპირულად აფასებს
მერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნას არასერიოზულად და ზედაპირულად აფასებს
18:33 27.12.2012
თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა“ და ააიპ „თბილისის განვითარების ფონდისთვი“ს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფა მოქმედი კანონმდებლობის და საბიუჯეტო კოდექსის დაცვით ხორციელდებოდა.
ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია აკეთებს.
„აღნიშნული ფონდების მიერ განახლდა კალა, აბანოთუბანი, ლეღვთახევი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ზაარბრუკენის მოედანი, სამღებროს, საადის, ირგვლივის, ახვლედიანის, ბოტანიკურის, პუშკინის, ტაბიძის, მარჯანიშვილის და სხვა ქუჩები. ასევე განახლდა რიყე, სადაც ქალაქის მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონა - რიყის პარკი გაშენდა, ახალი სიცოცხლე შეიძინა ბოტანიკურმა და არტოს ბაღებმა, პუშკინის ქუჩაზე აღმოჩენილ იქნა თბილისის ისტორიული გალავანი, რომელიც აღდგა და მას ისტორიული იერსახე შეუნარჩუნდა.
რეაბილიტირებულ ქუჩებზე გამაგრდა ავარიული შენობების დეფორმირებული საძირკვლები, მოხდა დაბზარულ-დაზიანებული კედლების გაძლიერება. საარქივო მასალების გათვალისწინებით, აღდგა და ავთენტურობა შეუნარჩუნდა შენობების გარე-ფასადებს. მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის მიზნით. გამოიცვალა წყალსადენ-კანალიზაციის ქსელები, მოეწყო უნიკალური სანიაღვრე სისტემები, გადაეწყო ელექტრომომარაგების, კავშირგაბმულობისა და გაზგაყვანილობის ქსელები. გზებზე დამონტაჟდა თანამედროვე, ეკონომიური განათების სისტემები, დაირგო ხეები, ტერიტორიები გამწვანდა და მოეწყო ყვავილნარის კლუმბები.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელებით, ასობით ოჯახის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, გაიხსნა ახალი კომერციული ობიექტები, შესაბამისად შეიქმნა სამუშაო ადგილები და თბილისი უფრო მიმზიდველი გახდა, როგორც თბილისელებისთვის, ისე დედაქალაქის სტუმრებისათვის.
რაც შეეხება საია-ს დასკვნას ფონდის მიერ მისი კუთვნილი თანხების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის გვერდის ავლით ხარჯვის შესახებ, აღსანიშნავია, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ შესყიდვების განხორციელებაზე არ ვრცელდება. კერძოდ, აღნიშნული კანონი საერთოდ არ არეგულირებდა არასამეწარმეო იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ხოლო 2011 წლის 24 ივნისს ამ კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, მიეთითა, რომ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაცვა მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიული პირებს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდს ევალება“ - აცხადებენ მერიაში.
მათივე პოზიციით, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს ზემოაღნიშნული ფონდების მიერ სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაცვის აუცილებლობა. შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის გარეშე კი, საია-ს მიერ გაკეთებული დასკვნები შესაძლო კორუფციული სქემების გამოყენების შესახებ, არასერიოზული და ძალიან ზედაპირულია, რისი გაკეთების უფლებას უფლებდაცვითი ორგანიზაცია და იურისტთა გაერთიანება თავის თავს არ უნდა აძლევდეს.
„ რაც შეეხება თანხების ხარჯვის დეტალურ ანგარიშს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საგამოძიებო სამსახურების მიერ უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს ფონდების საქმიანობის შესწავლა, მათ მიერ ამოღებულია შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია, დაკითხულია როგორც ფონდის თანამშრომლები, ასევე მერიის თანამდებობის პირები და იმედი გვაქვს გამოძიება ობიექტურად, ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენის გარეშე წარიმართება და საზოგადოებისთვის მხოლოდ სიმართლე იქნება მიწოდებული“ - აცხადებენ მერიაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა