მთავარ პროკურატურაში დღეს, პროკურატურასა და ადვოკატთა აოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის საგანი მხარეებს შორის ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული თანამშრომლობაა.
ხელმომწერი მხარეები მიზნად ისახავენ მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში არსებული ნორმების მხარეთა მიერ ერთგვაროვანი განმარტების, სისხლის სამართლის მატერიალურ და საპროცესო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენისა და აღმოფხვრის, დაცვისა და ბრალდების მხარის კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და მათი მხრიდან სასამართლო სხდომებზე ქცევის ერთიანი ეთიკური სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობას.
ღონისძიებას პროკურატურის თანამშრომლები, ადვოკატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.