ბიზნესმენი გიორგი ისაკაძე ამ დროისთვის „მოდულის“ შენობაში დაკითხვაზე იმყოფება.
როგორც ისაკაძე აცხადებს, მას „ბანკი ქართუს“ წინაშე გარკვეული დანაშაული აქვს ჩადენილი და მზადყოფნას გამოთქვამს, კანონდარღვევისთვის პასუხი აგოს.
მისივე თქმით დაკითხვა კომპანია „ლოგო“-ს და ამხანაგობა თეთრი სახლის თემას ეხება, რომელიც „ქართუ ბანკთან“ არის კავშირში.
დაკითხვაზე შესვლამდე ბიზნესმენმა „ბანკ ქართუს“ ბოდიში მოუხადა და ბიზნეს- სექტორის დატოვების შესახებაც განაცხადა.
გიორგი ისაკაძის გვარი იმ სქემაში ფიგურირებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაშიფრა და რომელიც, მათი თქმით, „ბანკი ქართუს“ გაკოტრებას ისახავდა მიზნად.