პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია დაადებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ვეტოს, პარლამენტის გადაწყვეტილებას ამნისტიის შესახებ.
მანჯგალაძის თქმით, მათთვის ჯერ არ გადუციათ ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და ამდენად, უცნობია მიიღებს თუ არა პრეზიდენტი პარლამენტის შეთავაზებას და დაადებს თუ არა ვეტოს კანონპროექტს.
პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღე აქვს.