საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიულ საკითხთა სამინისტროსთან,
სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში თანამშრომლობას კომპანია „ეი-სი-თი-ეს“ (ACTS) საქართველო იწყებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანი თავისუფლების და მშვიდობის მისაღწევად ხალხებს შორის დახმარების ხელშეწყობაა.
„ეი-სი-თი-ეს“-ი სამინისტროს სამედიცინო აღჭურვილობას, მათ შორის პაციენტთა დახმარების პლატფორმას გადასცემს, რომელიც ინტენსიური თერაპიის და ქირურგიული დახმარების კომპონენტებს აერთიანებს. LSTAT ინტეგრირებული სამედიცინო სისტემები აშშ არმიის, ფლოტის და საჰაერო ძალების მიერ გამოიყენება.
სამინისტროს ინფორმაციითვე, LSTAT პლატფორმა მობილური და მრავალფუნქციურია და მოწოდებულია შეზღუდული დროისა და რესურსების პირობებში ინტენსიური თერაპიის და ქირურგიული დახმარების აღმოსაჩენად, სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგისა და უკეთესი კლინიკური გამოსავლის მისაღწევად.
სამინისტრო „ეი-სი-თი-ეს“-თან და ამერიკის მხარესთან სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების გადაიარაღების და მათი ადმინისტრირების გასაუმჯობესებლად ითანამშრომლებს.