logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კრიმინოგენული მდგომარეობა დეკემბრის თვეში გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება
კრიმინოგენული მდგომარეობა დეკემბრის თვეში გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება
13:11 27.12.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კრიმინოგენული მდგომარეობა ქვეყანაში გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება და დანაშაულების რიცხვმა მკვეთრად იკლო.
ამ თემაზე სამინისტრო სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
„საქართველოში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ე.წ. გარდამავალ პერიოდში, ოქტომბერ-ნოემბერში, შეინიშნებოდა კრიმინოგენული ვითარების დაძაბვა და დანაშაულის მატება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილი და სამინისტროს ოპერატიული დანაყოფების მიერ ჩატარებული კომპლექსური, პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის დეკემბერში შეინიშნება კრიმინოგენული ვითარების სტაბილიზება და დანაშაულებრივი ფაქტების მკვეთრი შემცირება.

კერძოდ, 2012 წლის დეკემბრის 3 კვირის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ნოემბერთან შედარებით, 3,5-ჯერ შემცირდა განზრახ მკვლელობის ფაქტები (დეკემბერში - 4, ნოემბერში - 14). ამასთან, გახსნილია ყველა მკვლელობა. დეკემბერში დაფიქსირდა მკვლელობის მცდელობის 6 ფაქტი, რაც 3,1-ჯერ ნაკლებია წინა თვეში არსებულ მონაცემზე, გახსნის მაჩვენებელი კი - 83%-ია.
წინა თვესთან შედარებით, 28%-ით იკლო ქურდობის ფაქტებმა, ამასთან, თითქმის განახევრდა ავტონაწილების ქურდობა“ - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში, გაზრდილია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტების სტატისტიკა, რაც მოსახლეობის მხრიდან უკანონო ბრუნვაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის ნებაყოფლობითი ჩაბარების მასობრივი ფაქტებითაა გამოწვეული (დეკემბერში - 144, ნოემბერში - 111).

„აღნიშნული ტენდენცია მოსახლეობის მხრიდან ახალი ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული ნდობის არსებობაზე მიუთითებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის პრევენციის მიზნით, კვლავაც განაგრძობს აქტიური ღონისძიებების ჩატარებას“ - აცხადებენ სამინისტროში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა